მიმდინარე წლის 15 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
მწერალ ლაშა ბუღაძის საჯარო ლექცია გაიმართება.
საჯარო ლექცია პროექტ "ქართველი მწერლები ევროპული
ღირებულებებისთვის," ფარგლებში ეწყობა, რომელიც
2017 წლის სექტემბრიდან ევროპის ფონდის
მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია, ევროპულ ფასეულობათა პოპულარიზაცია საქართველოს,
განსაკუთრებით კი, რეგიონების მოზარდებსა და ახალგაზრდებში.
ლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია და სტუდენტებს შესაძლებლობა
ექნებათ მწერალს კითხვები დაუსვან.
მასალის გამოყენების პირობები