აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უფასო
საცხოვრებელი ფართით მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაკმაყოფილდებიან.
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში
განმარტავენ, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების სურვილი 30-მდე
სტუდენტმა გამოთქვა. ახლა კი განაცხადების განხილვის ეტაპი
მიმდინარეობს.
"სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს, რომელი სტუდენტი
აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ამის მიხედვით სტუდნეტები საცხოვრებელში
დაიწყებენ ცხოვრებას, ხოლო ხარჯებს სრულად დაფარას წერეთლის
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა" - ამბობს აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი,
გიორგი ოკრიბელაშვილი.
მისი თქმით, საცხოვრებელი ფართით დაახლოებით 20-მდე სტუდენტს
დააკმაყოფილებენ, რომლებიც ახალგაზრდობის #98 -ში მდებარე სტუდენტურ
საერთო საცხოვრებელში 2018 წლის ნოემბრამდე იცხოვრებენ.
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საცხოვრებლის ბინის ქირის
დაკამყოფილების
პროექტს სტუდენტური თვითმართველობა უკვე
მეორე წელია ახორციელებს. საცხოვრებელი ბინის
გადასახადი მხოლოდ იმ სტუდენტებს დაუფინანსდებათ, რომლებიც რეგიონიდან
არიან, ასევე, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა
ერთიან ბაზაში და მათი სემესტრული ქულა 70-ს აღმატება.
წინა წელს სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრების საფასური 12 სტუდენტს
დაუფინანსეს, რომლიც გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, სასწავლებლის
ბიუჯეტიდან 10 000 ლარით დაფინანსდა.
მასალის გამოყენების პირობები