ქუთაისის ცენტრალურ უბანში ქვეითთა გადასასვლელი გვირილებით
მოხატეს.
"ზებრა" გადასასვლელზე ყვავილების დახატვა ქუთაისში გვირილობის
დღესასწაულს უკავშირდება.
ააიპ "სპეციალურ სერვისებში", რომელმაც გვირილების მოხატვის
სამუშაოები შეასრულა, აცხადებენ, რომ გადასასვლელები გვირილებით
დამატებით ქალაქის რამდენიმე ადგილზე მოიხატება.
ქუთაისის
მერია მიმდინარე წელს 2 მაისობას 3 მაისს აღნიშნავს. ორმაისობა ხუთდღიანი ღონისძიებებით აღინიშნება.
ქუთაისში გვირილობის დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის
დასაწყისში იღებს.
"გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და
საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების
გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს
დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის
დღესასწაულად გადაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები