ახალი ამბები
რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ ახალი სტანდარტები დაამტკიცა
FaceBook

ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად საქართველოს მთავრობამ ახალი სტანდარტები დაამტკიცა.

ახალი რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტებთან ერთად განახორციელებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, კვების, ჰიგიენისა და ინფრასტრუქტურის  სტანდარტებს მოიცავს. ცვლილების ფარგლებში დაგეგმილია ბაგა-ბაღების გაერთიანებების დაშლა და ცალკე იურიდიულ პირებად ჩამოყალიბება.

ასევე, დოკუმენტში მითითებულია ის სტანდარტები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საბავშვო ბაღებში დასაქმებული აღმზრდელ პედაგოგები.
საბავშვო ბაღებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების ახალ სტანდარტებში მითითებულია ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში აღსაზრდელების განათლების მიღების მიმართულებები და ის თუ რა უნარჩვევების უნდა ფლობდეს საბავშვო ბაღში დასაქმებული აღმზრდელ-პედაგოგი.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონის ფარგლებში ახალი რეფორმის განხორციელება საბავშვო ბაღებში 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა დაიწყოს. თუ რა სახის ცვლილებებია დაგეგმილი, რომელიც როგორც საჯარო საბავშვო ბაღს ასევე,  კერძოსაც ეხება ნახეთ სტატია ქუთაისიპოსტზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.