ახალი ამბები
„ახალ გუნდს ხვდება ფინანსები ქალაქის გენგეგმის მოსამზადებლად“ - შოთა მურღულია
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას ქალაქის გენერალური გეგმის მოსამზადებლად საჭირო ფინანსები უკვე აქვს. მისი თქმით, ქუთაისის მერიამ შესაბამისი თანხა გრანტის სახით  უკვე მიიღო.

"გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართულობით, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ საგრანტო პროგრამაში, გავიმარჯვეთ და კონტრაქტიც გაფორმდება, სადაც დევს გენგეგმის შედგენის დაფინანსებაც. ასე, რომ ახლა მოსულ ხელისუფლებას უკვე ხვდება დაფინანსება, რომლითაც შეუძლია გააკეთოს გენგეგმა", - განმარტა ქუთაისიპოსტის სტუდიაში შოთა მურღულიამ.

ქალაქის მერის თქმით, აქამდე ქალაქში მშენებლობის დაბალი ტემპი იყო და გენგეგმის საჭიროება ნაკლებად ჩანდა.

"მე რომ შევუდექი მუშაობას, მაშინ ქალაქში თითქმის არაფერი შენდებოდა და იმდენად არც შეიმჩნეოდა გენგეგმის არარსებობა. ახლა მშენებლობის ტემპმა მოიმატა და უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი შექმნა, რომ არ აშენდეს ისეთი რამე, რისი გამოსწორებაც მერე რთული იქნება", - ამბობს შოთა მურღულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.