ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში ყველა
საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა.
ქუთაისის #59 საოქლო სარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე
რაიმე პროცედურულ დარღვევას ადგილი არ აქვს და ხმის მიცემის პროცედურა
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ქალაქში სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია.
ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85
440 ქალი და 67 121 მამაკაცია.
ქუთაისში ქალაქის მერის მანდატისთვის
8 კანდიდატი, ხოლო 81 მაჟორიტარი იბრძოლებს.
მასალის გამოყენების პირობები