ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში რვა ადამიანი მოიწამლა.
მოწამლულთაგან ხუთი მცირეწლოვანია, სამი კი ზრდასრული.
კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალში" სამიდან ხუთ წლამდე ხუთი ბავშვი, ბაღის
დირექტორი, პედაგოგი და აღსაზრდელის ბებია შეიყვანეს.
ექიმის განმარტებით, პაციენტები საავადმყოფოში კვებითი ინტოქსიკაციით
შევიდნენ და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
არსებული ინფორმაციით, რვა ადამიანი ტორტით მოიწამლა.
მასალის გამოყენების პირობები