ქუთაისში, ძლიერი წვიმის შედეგად სავაჭრო ობიექტები და საცხოვრებელი
სახლები დაიტბორა. ამდრომდე გადადგილება შეზღუდულია ბუხაიძის ქუჩაზე.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
ქალაქის ცენტრლური ნაწილის გარდა, საცხოვრებელი სახლები კუპრაძის
ქუჩაზეც დატბორა. ადგილობრივი მცხოვრები, ნანა ლომთაძე ჩვენთან
საუბარში ამბობს, რომ მან დახმარებისთვის მერიას დაურეკა, სადაც
112-ში გადაამისართეს. თუმცა, მისი თქმით, ერთსაათიანი ლოდინის
მიუხედავდ ადგილზე ამ დრომდე არავინ მისულა.
"როდის დამთავრდება ქუთაისის მერიაში ერთმანეთზე გადასამისამართება.
112 გამოვიძახე, იმედია მოვლენ. ყოველი გაწვიმების მეშინია, ქუჩის
კანალიზაციის წყლები სარდაფში ჩადის და მიტბორავს ყველაფერს. მეშინია
სახლს საძირკველი არ გამოაცალოს და არ დამენგრეს თავზე", - ამბობს
კუპრაძის ქუჩა #52-ში მცხოვრები ნანა ლომთაძე.
სამაშველო-საგენგებო სიტუაციებში ადასტურებენ, რომ კუპრაძის
ქუჩიდან შეტყობინება ნამდვილად მიიღეს და ადგილზე უახლოეს
მომავლში მივლენ.
თუ რამდენი შეტყობინება შევიდა უწყებაში ქუთაისიდან ჭვიმასტან
დაკავშირებით, განმარატვენ, რომ მალე განცხადებას
გაავრცელებნ.
ქალაქის ტერიტორიაზე 112-ის გარდა, სტიქიის დროს, მერიის
დაქვემდებარებაში არსებული ააიპ "სპეცილაურ სერვისებ"
ახორციელებს.
"ყველზე რთული მდგომარეობა გქვონდა ავტოქრხანაში, პარლამენტის
შენობის და მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან,
მდინარე
ოღასქურა გადმოვიდა კალაპატოდან", - ამბობს
ააიპ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენელი ნინო
გორგიძე.
ამავე
თემაზე:
მდინარე ოღასკურას ადიდების გამო, ბუხაიძის ქუჩაზე მოძრობა
გადაკეტილია (ფოტო)
კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ოღასკურა ქუთაისში
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები