ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ იმერეთის მერობის 12 კანდიდატიდან 6 ბიზნესკომპანიების მეწილეა“ - TI-ს კვლევა
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" იმერთის მუნიციპალიტეტებში საარჩევნო სუბიექტების  კანდიდატების ბიზნესსაქმიანობის  კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევის მიხედვით "ქართული ოცნების" იმერეთის მერობის 12 კანდიდატიდან 6 მათგანი ბიზნესკომპანიების მეწილეა. ესენი არიან: ქუთაისი - გიორგი ჭიღვარია, ზესტაფონი - კახაბერ მახათაძე, თერჯოლა- ბონდო სოფრომაძე, ბაღდათი-არჩილ გოგსაძე, ხონი - ლადო ჯურხაძე და სამტრედია - ვალერიანე ფოცხვერია.

კვლევის მიხედვით, ბიზნეწილები აქვს სხვა პარტიების მერობის კანდიდატებსაც - მათ შორის "ევროპული საქართველოდან" საჩხერის მერობის კანდიდატს კობა მოდებაძეს და"პატრიოტთა ალიანსის" 3 კანდიდატს, ქუთაისიდან გრიგოლ ბახტაძეს, თერჯოლა - ხვიჩა წკეპლაძე და ხარაგაული - პაატა კიკნაველიძე.

ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შესწავლილი პარტიული სიების პირველი ნომრების ბიზნესსაქმიანობის  შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სხვადასხვა კომპანიაში ბიზნესწილები აქვს "ქართული ოცნების" ქუთაისის პროპორციული სიის პირველ ნომერს ნიკა ლატარიას და ხარაგაულის პარტიული სიის ასევე პირველ ნომერს - მანანა ბარბაქაძეს.

სიის პირველები არიან ბიზნესმეწილეები ან კომპანიების მფლობელები "ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის კანდიდატებიც. კერძოდ, ქუთაისში - ბესიკ ბრეგაძე, წყალტუბოში  - მამუკა საღარეიშვილი და ვანში - პაატა ლეჟავა.

კვლევის მიხედვით, საკუთარი ბიზნესკომპანიები და ბიზნესწილები ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს 4 კანდიდატს. ესენი არიან: "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარია, რომელსაც 2008 წელს შპს "კოლეგიო" აქვს დაფუძნებული. საკუთარი კომპანია დეკლარაციაში, ასევე, არ აქვს მითითებული ბაღდათის გამგებლის მოადგილეს, არჩილ გოგსაძეს, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს, მანანა ბარბაქაძეს და "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერს წყალტუბოში, მამუკა საღარეიშვილს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.