ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდა 25 ქუჩაზე და 10 სკვერში
გაიხსნა
უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდების საშუალებით ნებისმიერ
მოქალაქეს 150-მდე ელექტრონული წიგნი მიღება შეუძლია.
"ქალაქი-ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც
ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, ქალაქის სხვადასხვა ადგილას
განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს "საბას"
ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს
მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა.
წიგნების ელექტრონული ვერსიების უფასოდ ჩამოტვირთვა მოქალაქეებს უკვე
შეუძლიათ.
სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია
მათზე დაბეჭდილი
QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა,მომხმარებელმა
გადმოწეროს უფასო აპლიკაცია
Saba Reader. სასურველი წიგნი 1 წამში კი
პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება.
"ქალაქი - ბიბლიოთეკა" ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" პროექტია,
რომელიც პრეზიდენტის ფონდის ხელშეწყობითა და ქ. ქუთაისის მერიის
ფინანსური უზრუნველყოფით ხორციელდება. პროექტი ქუთაისის მერიის
ეკონომიკის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები