აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საცხოვრებელი
ბინის ქირას დაუფინანსებენ.
პროექტს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა
ახორციელებს. სადაც აცხადებენ, რომ საცხოვრებელი ბინის გადასახადი
მხოლოდ იმ სტუდენტებს დაუფინანსდებათ, რომლებიც რეგიონიდან
არიან, ასევე, რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველთა
ერთიან ბაზაში და მათი სემესტრული ქულა 70-ს აღმატება.
თვითმართველობის პრეზიდენტის, გიორგი ოკრიბელაშვილის
განცხადებით, მსგავსი დაფინანსებით მიმდინარე სასწავლო წელს მხოლოდ 20
სტუდენტი ისარგებლებს.
" სტუდენტი, რომელიც ამ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს განიხილება
კომისიის მიერ. შეირჩევიან სტუდენტები, რომლებიც წერეთლის
უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში 1 წლის განმავლობაში
იცხოვრებენ", - გიორგი ოკრიბელაშვილი.
შერჩეული სტუდენტები, წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში
იცხოვრებენ, რომელიც ახალგაზრდობის გამზირზე #98 -ში მდებარეობს.
მისი თქმით, მიმდინარე სასწავლო წელს
პროექტი მეორედ ხორციელდება. წინა წელს სტუდენტურ
საცხოვრებელში ცხოვრების საფასური 12 სტუდენტს დაუფინანსეს, რომლიც
გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, სასწავლებლის ბიუჯეტიდან 10 000 ლარით
დაფინანსდა.
საცხოვრებელი ბინის დაკმაყოფილების მსურველებმა, მიმდინარე წლის 15
ოქტომბრამდე განცხადება #1130 აუდიტორიაში უნდა წარადგინონ.
მასალის გამოყენების პირობები