ახალი ამბები
ნარკომანიასთან ბრძოლაში ადგილობრივი თვითმმართველობებიც ჩაერთვებიან
FaceBook
ნარკომანიის წინააღმდეგ ახალი პრგრამა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც, ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში ადგილობრივი თვითმმართველობებიც ჩაერთვებიან.

პროგრამას ნარკომანიის პრევენციული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის, პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განახორციელებს.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, ლაშა კილაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, ამ პროგრამის სიახლე იმ მიდგომაშია, რომ ნაკრომანიასთან ბრძოლაში ადგილობრივი თთვითმმართველობებიც ჩაერთვებიან.

"საგრანტო პროექტი, რომელიც ხორციელდება პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს და ანტინარკოტიკული ბიუროს მიერ, ხოლო მათი პარტნიორი ორგანიზაცია ვართ ჩვენ. აუცილებელია არსებობდეს საგანმანათლებლო პროგრამები ცენტრლიზებულ დონეზე, მაგრამ აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობდნენ ადგილობრივ დონეზეც. ამაში იგულისხმება პროგრამების შექმნის, მართვის და განხორციელების უნარების შეძენა, რომელიც თავად მუნიციპალიტეტებში დაინერგოს და გაუწიოს მას ლობირება, აი ამ იდეის დანერგვა და კულტივირება გახლავთ პროექტის მიზანი, რათა ნარკომანიასთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტიანი," - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელი, ლაშა კილაძე.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან  40 პირი ეტაპობრივად გადამზადდება.

ნარკოლოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილობრივი პრევენციული პროგრამების დაგეგმვის, შექმნისა და დანერგვის მიმართულებით სპეციალურ სწავლებას გაივლიან. ხოლო გადამზადების პროგრამა ეტაპობრივად 2017 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით მოხდება.

პროექტის ავტორების თქმიით, საგანმანათლებლო პროგრამები აუცილებელია გატარდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკების მოხმარების აგრესიული პროპაგანდა სწორად იქნეს გაგებული.

"სოციალურ სივრცეშიც და მედიაშიც აქტიურად არის, სამწუხაროდ, წარმოდგენილი ნარკოტიკების მოხმარების აგრესიული პროპაგანდა, რაც არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ნარკოტიკების გამოყენების დაშვებულება, არ უნდა შეიქმნას მცდარი წარმოდგენა, იმაზე რომ თითქოს ნებისმიერი ნარკოტიკი ზიანის მიმყენებელი არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ნებისმიერი დოზით და ის რომ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია არ აისახოს ნარკომანიის პროპაგანდაში და ნარკომანიის უფრო მეტად გავრცელებაში ჩვენს ქვეყანაში," -  განმარტავს ლაშა კილაძე.

ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მათი მხრიდან პროექტის მხარდაჭერა ამ ეტაპზე შენობის გადაცემით შემოიფარგლა.

"ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატიული საავადმყოფოს შენობა, ორი წლის ვადით, უზუფრუქტის ფორმით გადაეცა ცენტრს. რაც შეეხება უშუალოდ პროექტში მონაწილეობასა და ჩართვას, ეს სამომავლო საკითხია," - განმარტეს ქუთაისის მერიის პრესსამსახურში.  

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.