მეუფე კალისტრატემ ქალაქის ცენტრში, ის ადგილი აკურთხა, სადაც ეკლესია აშენდება (ვიდეო)
15:15 / 27.09.2017
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ტერიტორია, სადაც ეკლესია უნდა
აშენდეს, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ
აკურთხა.
ორსართულიანი ეკლესია ორი წმინდანის, დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ
მესამის სახელობის იქნება.
ეკლესიის მშენებლობის პროექტის მიხედვით, ტაძარი 7000 კვ. მ.-ზე
განთავსდება, ორსართულიანი ეკლესიის პირველი სართული ბაზილიკა, ხოლო
მეორე გუმბათოვანი იქნება.
ტერიტორიის კურთხევას ქუთაისის მერიისა და იმერეთის სამხარეო
ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკლესის მშენებლობის პროექტი საპატრიარქომ უკვე დაამტკიცა. დოკუმენტი ასევე,
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც
განიხილეს.
"პროექტირების შემდგომ ეტაპზე მიზანშეწონილია ბაზილიკის ტიპის ტაძრის
დაპროექტება ან წარმოდგენილი კორექტირებული ესკიზური ვარიანტი
მაქსიმალურად შემცირდეს გაბარიტებში და გამარტივდეს მისი
მხატვრულ-არქიტექტურული იერსახე", - ნათქვამია ეროვნული სააგენტოს
მიერ ქუთაისის მერიის, კერძოდ, არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახურის ხელმძღვანელის ბატონ ბაქარ ჭეიშვილს სახელზე გაგზავნილ წერილში.
ტაძრის პროექტის ავტორი და არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი ჩვენთან
საუბარში განმარტავს, რომ პროექტში აუცილებლად იქნება რეკომენდაციები
გათვალისწინებული.
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" რესტორნის უკან
ორსართულიანი ტაძარი შენდება. ეკლესიის მშენებლობას მამა გიორგი
შალამბერიძე უხელმძღვანელებს. მისი ინფორმაციით, მშენებლობა წელიწადსა
და ექვს თვეში უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეპარქია
დაჯარიმდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები