ქუთაისში, N 6 საჯარო სკოლას, საიდანაც 4 თვის წინ
ბათქაში ჩამოიშალა, რეაბილიტაცია უტარდება.
შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სასწავლო პროცესის პარალელურად
მიმდინარეობს.
სკოლის დირექტორის, დიმიტრი ქარსლაძის თქმით, სარეაბილიტაციო
სამუშაოები 15 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს
დასრულდება.
"კეთდება სკოლის ფასადი და ასევე, სპორტული დარბაზის სახურავი", -
ამბობს დიმიტრი ქარსელაძე ქუთაისიპოსტთან სუაბარში.
ქუთაისის N6 საჯარო სკოლა ფასადის რეაბილიტაციას წლებია ითხოვს,
თუმცა, სკოლის დირექტორის თქმით, საკითხის მოგვარება ამ დრომდე ვერ
ხდებოდა.
მისივე თქმით, სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამისი წერილი განთლებისა და
მეცნიერების სამინისტროს რამდენჯერმე მისწერა.
უწყებამ შენობა სარეაბილიტაციო სკოლების ნუსხაში მას შემდეგ ჩასვა,
რაც 4 თვის წინ შენობიდან ბათქაში ჩამოიშალა და ამ ფაქტით
ქუთაისიპოსტი დაინტერესდა.
განათლების სამინისტროში ქუთაისიპოსტს მაშინ განუცხადეს, რომ
საკითხის შესასწავლად უწყების წარმომადგენლები სკოლას რამდენიმე დღეში
ეწვეოდნენ.
N 6 საჯარო სკოლა
რეაბილიტაციამდე
4 თვის წინ ქუთაისის N6 საჯარო სკოლაში ფასადის ჩამოშლის შედეგად
არავინ დაშავებულა, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, შემთხვევამდე
რამდენიმე წუთით ადრე იმ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეები
გადაადგილდებოდნენ. ამავე, სკოლის ეზოთი სარგებლობენ ბაღის
აღსაზრდელებიც და მათაც სწორედ იმ ადგილზე უწევთ გავლა, სადაც ბათქაში
ჩამოცვივდა.
ამავე
თემაზე:
საფთხისშემცველი განათლება - ქუთაისის
მეექვსე საჯარო სკოლაში ბათქაში ჩამოიშალა
ქუთაისში სკოლას, რომლის ფასადიდანაც
ბათქაში ჩამოცვივდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მასალის გამოყენების პირობები