ტყიბულის მეორე სკოლაში, სადაც მოსწავლეები გაკვეთილებს პროტესტის
ნიშნად არ ესწრებიან, სასწავლო პროცესის აღდგენისთვის ალტერნატიულ
ფართს ეძებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "ქუთაისიპოსტთან" ტყიბულის მეორე სკოლის
დირექტორი საუბრობს.
"საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს
სხვა სკოლებთან, რომ აღდგეს სასწავლო პროცესი დღის სმენაში,
დაგზავნილი გვაქვს განცხადებები და ვნახოთ რა შედეგი გვექნება," -
აცხადებს სკოლის დირექტორი მეგი ქათამაძე.
ტყიბულის მეორე სკოლაში ახალი სასწავლო
წელი მშობლების პროტესტით დაიწყო. ისინი
საგაკვეთილო პროცესის მეორე ცვლაში გადატანას აპროტესტებენ. ამ
მიზეზით, სკოლაში 15 სექტემბერს 100 მოსწავლე საკლასო ოთახებში არ
შევიდა.
სკოლას მეორე ცვლა მას შემდეგ დაემატა, რაც ექსპერიზის შედეგად
გაირკვა, რომ მეორე საჯარო სკოლის შენობა ამორტიზებულია და
მოსწავლეების გადანაწილება პირველ საჯარო სკოლაში გადაანაწილეს.
სკოლის მოსწავლეები და მშობლები აცხადებენ, რომ იქამდე ვიდრე ბავშვებს
დილის ცვლაში არ დააბრუნებენ, შვილებს სკოლაში არ გაუშვებენ.
ტყიბულის #2-ე საჯარო სკოლაში დღეის მონაცემებით სულ 119 მოსწავლე
სწავლობს.
ამავე თემაზე:
ტყიბულის მეორე სკოლაში სასწავლო პროცესი მშობლების პროტესტით
დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები