ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" გვერდით,
ეთნოგრფიული მუზეუმის ყოფილი შენობის ადგილზე აშენდება.
ამის შესახებ შეთანმებას დღეს, ქუთაისის მერიაში ,,ქორთიარდ მარიოტის"
წარმომადგენელმა და თემურ ჭყონიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს
მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიხედვით, თემურ ჭყონია ააშენებს 100-ზე მეტ ნომრიან 5
ვარსკვლავიან სასტუმროს, ხოლო მართვაში გადაეცემა ,,ქორთიარდ
მარიოტს". ადგილი სადაც 13 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განხორციელდეს
ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა და მიმდინარეობს შესყიდვის
პროცედურები.
,,ეს არის ერთ-ერთი დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში ქუთაისში
განხორციელებულა. სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები თვეების
განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესებში, რა თქმა უნდა,
ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ქუთაისი ეკონომიკურად
მზად არის, რომ აქ 5 ვარსკვლავიანი 100-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო
იყოს. მიხარია , რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს შეთანხმება მოხდა", -
განმარტა შეხვედრაზე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
მასალის გამოყენების პირობები