მიმდინარე წელს, ქუთაისის 26 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.
აქედან, ხუთ საჯარო სკოლას სრული, ხოლო დანარჩენს ნაწილობრივ
რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.
#13; #5; #36; #31 და #33 - ეს ის საჯარო
სკოლებია ქუთაისში, რომლებსაც სრული რეაბილიტაცია
ჩაუტარდება. კერძოდ,
ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით
აღჭურვა, მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება და დანერგვა. სკოლების
რეაბილიტაციისთვის თანხის გამოყოფა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის
მიერ მოხდება.
ხოლო, რაც შეეხება, დანარჩენ 21 საჯარო სკოლის შენობას #35-ე, #6-ე,
#2-ე, #40-ე, #12-ე, #13-ე, #14-ე, #15-ე, #22-ე, #26-ე, #32-ე,
#23-ე, #5-ე, #8-ე, #24-ე, #33-ე, #34-ე, #37-ე, #11-ე, #9-ე, ასევე,
უკვე, მზად არის სსიპ-ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო
ადმინისტრირების სკოლა სატენდერო პროექტი.
მათი ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1,501,821.67 ლარია
განსაზღვრული. სამინისტროში განმარტავენ, რომ ნაწილობრივი
რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება, მაგალითად, #23-ე და # 32-ე საჯარო
სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობა.
ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სკოლების მოწესრიგება უკვე დაწყებულია 13
საჯარო სკოლაში (#2, #12, #13, #15, #35, #22, #26, #23, #5, #8, #6)
.
"სასწავლო პროცესი განახლდება წესის მიხედვით, ისე არის დაგეგმილი
სამუშაობი, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშლება", - განმარტავს
განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, თამუნა
მინდიაშვილი.
მისი თქმით, ქუთაისში სარეაბილიტაცია თუ სარეკონსტრუქციო
სამუშაობისთვის სკოლების შერჩევა, ადგილზე სკოლებში არსებული
მდგომარების შესწავლის შედეგად მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები