მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კონკურსში ქუთაისის #33-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი საუკეთესო ათეულში მოხვდა.
მარინა ისკაკოვა VIII-XI კლასის ქიმიის მასწავლებელია და
ამასთანავე სკოლის დირექტორიც.
მისი თქმით, მასწავლებელთა ჯილდოს ეროვნულ კონკურში მონაწილების
მიღება მისი პროფესიის პოპულარიზაციისთვის და დაფასების გამო
გადაწყვიტა.
" მინდოდა მაგალითი მიმეცა სხვებისთვის, რომ ჩვენი პროფესია კიდევ
მეტად დაფასდეს", - ამბობს ჩვენთან საუბარში მარინა
ისკაკოვა.
მასწავლებელთა ჯილდოს მოპოვებისთვის იმერეთიდან ასევე, საჩხერის
მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლის II, V-VIII ინგლისური ენის
მასწავლებელი მაია ტყემალაძეც გამოვლინდა.
მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს კონკურსში, საუკეთესო ათეული
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან შეირჩა.
მასწავლებელთა ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ კონკურსის
ეტაპები წარმატებით მიმდინარეობს.
"სექტემბრის ბოლოსკენ მოხდება მასწავლებლების გაკვეთილებზე დასწრება
და შემდეგ მოხდება 5 საუკეთეოს შერჩევა. მათ შორის ჩატარდება
გასაუბრება" - ამბობს მასწავლებელთა ეროვნული სახლის წარმომადგენელი,
თაია მახარაძე.
მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს დაჯილდოვების ცერემონია 5 ოქტომბერს
გაიმართება. სადაც ერთი გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც საჩუქრად
10 000 ლარიანი ფულადი პრიზი
გადაეცემა.
მასწავლებელთა ეროვნულ ჯილდოს კონკურში საქართველოში პირველად
ტარდება. მასში რეგისტრაცია 114 მასწავლებელმა გაიარა.
ამავე თემაზე:
"მასწავლებლის
ეროვნული ჯილდოს" კონკურსზე იმერეთიდან 17 პედაგოგი დარეგისტრირდა
"პედაგოგებს
თანაბარი პირობები არ აქვთ" - მასწავლებლები ჯილდოს მოლოდინში
მასალის გამოყენების პირობები