2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში 153 880
ამორჩეველია რეგისტრირებული.
ქუთაისის N 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩევლები
ხმას 123 საარჩევნო უბანზე მისცემენ.
საოლქო კომისიამ უკვე დაასრულა საუბნო კომისიების დაკომპლექტება და
დააზუსტა უბნების განთავსების ადგილებიც.
საუბნო კომისიების შემადგენლობის შესახებ კი, საბოლოო ინფორმაცია
მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გახდება ცნობილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს
გაიმართება.
საქართველოს მოსახლეობა ქალაქის მერებს და ადგილობრივი
წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს აირჩევს.
მასალის გამოყენების პირობები