ქუთაისში, თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
ადგილობრივების პრობლემას, ქუჩაზე არსებული დაზიანებული გზის საფარი
წარმოადგენს.
მოსახლეობა განმარტავს, რომ ქუჩაზე გზა წყლის სისტემის რეაბილიტაციის
გამო გაჭრეს, შემდეგ კი შეკეთების გარეშე მიატოვეს.
"ზამთრის მერეა ასე მიტოვებული და გადათხრილი ქუჩა. წყალი გააკეთეს,
გზა გააფუჭეს," - ამბობს თავისუფლების ქუცაზე მცხოვრები დიმიტრი
ინანეიშვილი.
"აუტანელი მდგომარეობაა წვიმიან ამინდში, როცა
გუბეები დგება, იმტვრევა
მანქანები, რთულია
ფეხით გადაადგილება და ვითხოვთ
დახმარებას. ვიმოდოვნებთ მომდევნო ზამთრამდეც ასე არ დაგვტოვებენ," -
აცხადებენ თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებლები და გზის
მოწესრიგებას ითხოვენ.
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის ტექნიკურ სამსახურში
აცხადებენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნებზე კომენტარს მოგვიანებით
გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები