თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის საფეხბურთო
მატჩი, რომელიც თბილისში 11 აგვისტოს, მიხეილ მესხის სათადარიგო
მოედანზე იმართებოდა, ჩაიშალა.
მატჩის ჩაშლის მიზეზი გუნდების გულშემატკვირების დაპირისპირება
გახდა. რის გამოც, მსაჯმა 85-ე წუთზე თამაში
შეწყვიტა.
მატჩი შეწყვეტამდე ორჯერ შეჩერდა, პირველად მასპინძელი გუნდის დაცვამ
სიტუააციის კონტროლი თავის თავზე აიღო, თუმცა თამაშის მიწურულს
ადგილობრივ ფანებსა და ქუთაისელებს შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას
ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, რომელშიც "ლოკომოტივის"
ფეხბურთელებიც ჩაერივნენ.
ბაქარ ლიკლიკაძე
მასალის გამოყენების პირობები