ახალი ამბები
„ტორპედოს“ ყოფილი დირექტორი კლუბში რჩება
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ჩაკვეტაძე, რომელიც ამ პოსტზე მამუკა მოსიაშვილმა ჩაანაცვლა, შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის" დირექტორად დაინიშნა.

გარდა ამისა, იგი კლუბის ადმინისტრაციაშიც გააგრძელებს მუშაობას, თუმცა, ზუსტად რა პოზიციაზე იმუშავებს ყოფილი დირექტორი, ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

თავად, ზურაბ ჩაკვეტაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ არსად წასულა და კვლავ აგრძელებს მუშაობას.

"რატომ უნდა დამეტოვებია კლუბი? მოხდა გარკვეული გადაადგილებები, თუმცა, მე ვრჩები და ვაგრძელებ საქმიანობას. ამასთანავე, რადგან მოხდა "ტორპედოს" შესყიდვა კერძო მესაკუთრის მიერ, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, შეიქმნა დამოუკიდებელი სუბიექტი შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი", რომლის დირექტორადაც მე დავინიშნე", - ამბობს ზურაბ ჩაკვეტაძე.

ზურაბ ჩაკვეტაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებლმა მამუკა მოსიაშვილმა, "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მიმდინარე წლის 2 აგვისტოს ჩაანაცვლა.

ქუთაისის "ტორპედო" ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ 300 000 ლარად, აუქციონზე შეიძინა.


ამავე თემაზე:

ქუთაისის "ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა

კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია

ქუთაისის მერია "ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს

საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი ჩაიშალა


ქუთაისის "ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა

ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე გაიტანენ

700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის მოლოდინში

„ტორპედო“ შესაძლოა 300 000 ლარად გაიყიდოს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.