ქუთაისის "ტირპედოს" აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი
დაინიშნა.
მან ამ პოსტზე ზურაბ ჩაკვეტაძე ჩაანაცვლა.
დირექტორის შეცვლის გადაწყვეტილება კლუბის პრეზიდენტს, ზაალ ჩაჩავას
ეკუთვნის.
"საფეხბურთო კლუბ „ტორპედო“ ქუთაისის პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას
გადაწყვეტილებით, კლუბის აღმასრულებელ დირექტორად მამუკა მოსიაშვილი
დაინიშნა",–მითითებულია კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
მამუკა მოსიაშვილი 42 წლისაა. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა
საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტში, ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განყოფილების უფროსად, თბილისის
განვითარების ფონდში ეკონომიკური სამსახურის უფროსად, „თელასის“
ბიზნეს ცენტრ „ისანის“ უფროსად, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად,
თბილისის მერიაში მთაწმინდა-სოლოლაკი- ორთაჭალის მუნიციპალიტეტის
უფროსად.
ქუთაისის "ტორპედო" ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ 300 000 ლარად,
აუქციონზე შეიძინა.
ამავე თემაზე:
ქუთაისის
"ტორპედო" 300 000 ლარად გაიყიდა
კომპანია, რომელმაც "ტორპედო" შეიძინა, კლუბის
პრეზიდენტის მამის საკუთრებაშია
ქუთაისის მერია
"ტორპედოს" აუქციონზე მეორედ გაიტანს
საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" აუქციონი
ჩაიშალა
ქუთაისის
"ტორპედო" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ დატოვა
ქუთაისის "ტორპედოს" აუქციონზე
გაიტანენ
700 000 ლარად შეფასებული "ტორპედო" აუქციონის
მოლოდინში
„ტორპედო“ შესაძლოა 300 000 ლარად
გაიყიდოს
მასალის გამოყენების პირობები