ქუთაისში მცხოვრებმა ოთარ ხმელიძემ შიმშილობა დაიწყო.
ის "საქართველოს ბანკს" მისი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და
ბანკის მიერ სესხზე დაწესებულ პირგასამტეხლოს გაუქმებას ითხოვს,
რომლის მიხედვით სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში 22
ათალ ლარიანი ჯარიმა ამოქმედდება და მისი ბინა 40 ათას ლარად
გაიყიდება. ის აღნიშნულ ხელშეკრულებას კაბალურს უწოდებს.
"ერთი თვე ვერ გადავიხადე, თუმცა მერე ის გავასწორე. ჯარიმა და თანხაც
გადავიხადე. რომ მივედი თანხის გადასახდელად, ვუთხარი 10 დღე
გადავაცილე და ამის ჯარიმაც მიტანილი მქონდა. კრედიტ ოფიცერმა კი
მითხრა ეს უკვე პრობლემურს გადაცემულიაო და ჯარიმის გადახდის
საშუალება არ მომცეს. მემატებოდა ჯარიმები", - ამბობს ოთარ
ხმელიძე.
მისი თქმით, აღნიშნული ბანკიდან 17 500 ლარი შარშან აგვისტოში
გამოიტანა. აქედან ექვსი თვის განმავლობაში მან 3 600 ლარი დაფარა.
ძირ თანხაზე კი 800 ლარია მოკლებული. ორ თვე ნახევარში კი ჯარიმა 22
ათასი ლარი დაერიცხა.
ახალგაზრდა მამაკაცს სხვა იპოთეკური სესხით დაზარალებულებმა და
"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლებმა სოლიდარობა
გამოუცხადეს.
"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ აღნიშნულ მომხმარებელს
საქართველოს ბანკში, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო
სესხი ერიცხება.
აღნიშნული სესხი დიდი ხანია იმყოფება ვადაგადაცილებაში, შესაბმისად
ბანკმა ვალდებულების დიდი ხნით გადაცილების გამო დააკისრა სესხის
სრულად დაფარვა. მიუხედავად ამისა, მომხარებელს ბანკმა გაუკეთა
შეღავათები და შესთავაზა სხვადასხვა გზა სესხის დროულად დაფარვის. ამ
დრომდე მსესხებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
ვალდებულებას" განაცხადეს საქართველოს ბანკში.
მასალის გამოყენების პირობები