ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის ფაქტზე, სადაც ორი მუშა დაშავდა,
შინაგამ საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში განმარტავენ, რომ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 240-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო
ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას
გულისხმოს.
შემთხვევა ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბში 29 ივლისს მოხდა. გვირაბის
ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაშავდა. საქართველოს რკინიგზის
პროფკავშირების ხელმძღვანელის ვიტალი გიორგაძის თქმით, მუშას კლინიკა
"ლანცეტში" გამოკვლევები უტარდება.
გვირაბის ჩამონგრევის შედეგად, ასევე დაშავდა მეორე მუშაც, რომელსაც
ხელზე მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.
"მეორე მუშის მდგომარეობა კი სტაბილურია", - განმარტავს
საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების დირექტორი, ვიტალი გიორგაძე.
რკინიგზის პროფკავშირებმა აღნიშულ გვირაბში ინსპექტირება 2 თვის წინ
განახორციელეს და დარღვევები აღმოაჩინეს.
"შრომის უსაფრთხოება აბსოლიტურად დარღვეულია", - ამბობს ვიტალი
გიორგაძე.
ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას
საქართველოს რკინიგზის მიერ დაქირაევული კომპანია "ჩინეთის რკინიგზის
23 ბიურო" ახორციელებს.
ამავე თემაზე:
ხარაგაულში გვირაბის
ჩამონგრევის შედეგად მუშები დაშავდნენ
"შრომის
უსაფრთხოება აბსოლიტურად დარღვეულია" - პროფკავშირები ხარაგაულში
მომხდარ
შემთხვევაზე
მასალის გამოყენების პირობები