ახალი ამბები
თბილისში მშენებლობაზე მუშის დაღუპვის ფაქტს ომბუდსმენი ეხმაურება
FaceBook
თბილისში, მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვალების ფაქტზე ომბუდმენი ეხმაურება.
"სამუშაო ადგილებზე ადამიანების დაშავების და დაღუპვის მაღალი მაჩვენებლები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში აღნიშნული საკითხი ძალზე მწვავედ დგას და საჭიროებს დროულ, სისტემურ და თანმიმდევრულ მიდგომას ვითარების რადიკალურად შესაცვლელად,საქართველოს პარლამენტი ამჟამად შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის პროექტს იხილავს. მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ შეძლოს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც ყველა დასაქმებულისათვის მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. სახალხო დამცველს პრინციპული შენიშვნები აქვს კანონპროექტის არსებულ ტექსტთან დაკავშირებით, თუმცა იმედოვნებს, რომ განხილვების განმავლობაში აღნიშნული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება. უსაფრთხოება უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, ასევე დამსაქმებლებისა და დასაქმებულებისათვის,"- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფაქტზე მოკვლევა ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა დაიწყო. დეპარტამენტში ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ  მოკვლევის შედეგად პირველადი ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

25 ივლისს, თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშის გადმოვარდნის შედეგად საქმეზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. თბილისში, მშენებლობიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა ტყიბულიდან იყო.

27 წლის კოკა მიქიაშვილის მეზობლები ამბობენ, რომ ის თბილისში, სტუდენტ ძმასთან ერთად, წავიდა და მისი სწავლის თანხის დასაფარად მშენებლობაზე მუშაობდა. გარდაცვლილი ტყიბულში დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა.


ამავე თემაზე:

თბილისში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილ ახალგაზრდას ტყიბულში გადმოასვენებენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.