ახალი ამბები
"მაკდონალდსი ქუთაისის არქიტექტურასთან ბალანსშია" - McDonald's -ის გენერალური დირექტორი
FaceBook
ქუთაისში, მაკდონალდსის საზეიმო გახსნაზე, მისმა  გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ კაპანაძემ განაცხადა, რომ მათი ახალი რესტორანი, ქუთაისის ცენტრალური უბნის არქიტექტურასთან ბალანსშია.
"მაკდონალდსის" დირექტორის, თემურ ჭყონიასგან განსხვავებით, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის რესტორნის მშენებლობის გამო მოსახლეობის პროტესტის შესახებ ცნობილი არ არის, კაპანაძე ამბობს, რომ პროტესტზე გაუგია. 

"როგორ არ გამიგია. ჩვენ არაფერი გვაქვს საზოგადოების საწინააღმდეგო. ევროპის ქალაქებში ყველგან ცენტრშია მაკდონალდსი. ეს არის აპრობირებული სქემა ჩვენი  რესტორნების გახსნის. ჩვენ გვქვს ის სტანდარტები, რომელსაც მსოფლიოში მისდევს მაკდონალდსი. თუ შეხედავთ, აქ არქიტექტურული ბალანსია და არა დისბალანსი. სუბიექტური აზრი კი ყველა ინდივიდს გააჩნია", - ამბობს თენგიზ კაპანაძე.

ქუთაისის ცენტრში მაკდონალდსის მშენებლობას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტკური წრეები აქციებსაც მართავდნენ.

მკდონალდსმა დღეს ქუთაისში მეორე, საქართველოში კი მე-12 რესტორანი გახსნა.

პრეზენტაციაზე ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმაში კიდევ 10 რესტორნის გახნა აქვთ.


ამავე თემაზე:

ქუთაისში სასულიერო პირები "მაკდონალდსის" მშენებლობას აპროტესტებენ

გია თევდორაძე ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობაზე – ეს არის უზნეობის გამოვლენა

გოგი წულაია: "მაკდონალდსის" სახით ქუთაისში კიდევ ერთი სიმახინჯე გვექნება

ქუთაისში "მაკდონალდსის" მშენებლობის გამო 112 გამოიძახეს

ქუთაისელები ცენტრალური მოედნიდან ე.წ ქუჩის საათის გადატანაზე – გამოკითხვა (ვიდეო)

ქუთაისის მერიას "მაკდონალდსის" ახალი რესტორნის პროექტი ჯერ არ განუხილავს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.