ახალი ამბები
სამუშაო სახლიდან გაუსვლელად - იმერეთში დასაქმების ახალი პლატფორმა იქმნება
FaceBook
იმერეთში სამუშაოს მაძიებლებს დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
საუბარია პროექტზე, რომელიც უმუშევრად დარჩენილ, თუ სამსახურის დაწყების მსურველებს, ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე დასაქმების შანსს მისცემთ.
დისტანციურად დასაქმებულებს "ფრილანსერებსაც" უწოდებენ. ეს დასაქმების ის ფორმაა, როდესაც მსხვილი, თუ მცირე კომპანიები  მათთვის სასურველ კადრს, შტატში აყვანის გარეშე, დისტანციურად სთავაზობენ სამსახურს. დაქირავებული კი, სამუშაოს სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის მეშვეობით ახორციელებს. ონლაინ ხდება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაც. ფრილანსერს, დამქირავებელი იქედან გამომდინარე ირჩევს, თუ რა სახის სამუშაოს შესრულება სურს.

დასაქმების ახალი პლატფორმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების და დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით ხორციელდება.

პროექტის ავტორი "ქუთაისიპისტთან" საუბარში განმარტავს, რომ  დასაქმების ამ სფეროში არსებობს კონკრეტული მიმართულებები,
რომლებიც უფრო მოთხოვნადია.

"ეს არის ციფრული დიზაინერი, გრაფიკოსი, პროგრამისტი, რომელსაც კომპანია ან კერძო პირი ხვადასხვა ამოცანის შესრულებისთვის ქირაობს. ანუ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს საზგღვარგარეთ, საქართველოდან დაიქირავოს კონკრეტული სამუშაოსთვის შემსრულებელი, ან პირიქით ადგილობრივ ბაზარზე დასაქმდეს," - ამბობს  ირაკლი მეზურნიშვილი.

დისტანციურად დასაქმების შექმნის მიზნით აქართველოს რეგიონებში ციფრული გადამზადების ცენტრები გაიხსნება, სადაც ბენეფიციარები ცოდნას მიიღებენ და დასაქმდებიან.

პროექტი იმერეთის მასშტაბით, პირველად წყალტუბოში დაიწყება და შემდეგ დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.

წყალტუბოში "ციფრული გადამზადების ცენტრის" დაფუძნების ინიციატორი მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანია. როგორც ის ამბობს, რომ საგანმანათლებლო ცენტრი მუნიციპალიტეტში არსებულ ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში მოეწყობა, რისთვისაც ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

"გლობალურ დასაქმების ბაზრებზე წვდომის მიზნით, მსურველი ბენეფიციარები ცენტრებში ეტაპობრივად გადამზადდებიან. პროექტის მიზანია რეგიონებში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის ცოდნა, რომლითაც ისინი დასაქმდებიან," - ამბობს ზურაბიანი. მისივე თქმით,"ციფრული მოქალაქე" წყალტუბოში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ამუშავდება.

"იმედია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროექტი იმედგაცრუებულს არ დაგვტოვებს," - ამბობს წყალტუბოში მცხოვრები თამუნა თევზაძე.

"ძალიან მიხარია, თუ შეიქმნება ისეთი სივრცე, სადაც ახალგაზრდებს გადამზადების და დასაქმების საშუალება მოგვეცემს," - ამბობს სტუდენტი ნათია მამფორია. მისივე თქმით, პროექტი წყალტუბოს მსგავსად, სავარაუდოდ, ქუთაისშიც განხორციელდება.

"ძალიან კარგი  პროექტია და ქუთაისი ამ პროექტით აუცილებლად დაინტერესდება," - ამბობს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, გენადი მარგველაშვილი. თუმცა,  კონკრეტული ხედვები და ვადები პროექტის ქუთაისში განხორციელების თაობაზე დეპუტატებს არა აქვთ გადაწყვეტილი. 

პროექტი სახელწოდებით  "ციფრული მოქალაქე" სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა კონკრეტულად რა მოცულობის თანხა დაიხარჯება, ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

მსოფლიო ბაზარზე ფრილანსერთა სამუშაო რესურსით არაერთი კომპანია სარგებლობს.

ამ მხრივ არსებული სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ დისტანციური დასაქმების ფორმა ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, თანდათან უფრო პოპულარული ხდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.