აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოსაშვები საღამოსთვის
სტუდენტებმა 10-10 ლარი აკრიბეს.
სტუდენტების თქმით, მათ ორგანიზატორებმა 10 ლარის აკრება თხოვეს,
რომელიც ფურშეტისთვის და ტორტისთვის იყო საჭირო.
"გვითხრეს, რომ უნდა დაგვედო 10 ლარი. ავკრიბეთ ბავშვებმა და
ორგანიზატორს მივეცით. ამით გაკეთდა ტორტი და ალაფურშეტი
უნივერსიტეტის ეზოში", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი
სტუდენტი.
საუბარია, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
კურსადამთავრებულებზე, რომლებსაც გამოსაშვები საღამო 23 ივნისს ქონდათ
და
მანტიები არ ეყოთ.
სასწავლებელში გამოსაშვები საღამოს ორგანიზება ამავე ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა უზრუნველყო.
სადაც დაგვიდასტურეს, რომ სტუდენტეს ფული ნამდვილად
ააკერებინეს.
"მოხდა თანხის აკრება, რითაც გაკეთდა ტორტი და ფურშეტი. ვფიქრობ,
სტუდენტებს ძალიან მოეწონათ ტორტიც და ყველაფერი", - ამბობს ბიზნესის,
სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ნანა შონია.
2016-2017 სასწავლო წელს ბიზნესის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტი სულ 360-მდე სტუდენტმა დაამთავრა.
რა თანხა იხარჯება წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვები საღამოების
ორგანიზებისთვის და არის თუ არა ამ ღონისძიებების მოწყობაში
სტუდენტების მხრიდან ფინანსური თანამონაწილეობა - ამ თემაზე
ქუთაისიპოსტი მუშაობს და სტატიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვებ საღამოზე მანტიები
დააკლდათ
მასალის გამოყენების პირობები