ქუთაისის მესამე ვიც-მერი, რომელიც საბავშვო ბაღების ააიპს უწევს
ზედამხედვლეობას, ამბობს, რომ ბაღებში თანხების აკრება უნდა
აიკრძალოს.
საუბარია, პედაგოგებისთვის მშობლების მიერ თანხის
აკრებასა და საჩუქრების გადაცემაზე. გრიგოლ დალაქიშვილი ამბობს, რომ
წლების განმავლობაში დამკვიდრებული ეს წესი ამ დრომდეც უნდა
აღმოფხვრილიყო.
"ყველა მშობელს არ აქვს საშუალება, რომ 10 და 15 ლარი დადოს
მასწავლებლისთვის. კორუფციას ვერ დავარქმევ, მაგრამ ცუდი რაღაცაა.
აუცილებლად გამოვასწორებ. გავაფრთხილებთ ყველა მშობელი, რომ ასეთი
რამე არ გვჭირდება. კმაყოფილმა მშობელმა რაც უნდა ის გააკეთოს, მაგრამ
ის, რომ სხვა მშობლები დაავალდებულოს, ასე არ შეიძლება და ეს აღარ
იქნება," - განმარტავს ქუთაისის ვიცე-მერი გრიგოლ
დალაქიშვილი ჩვენთან საუბარში.
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ
ისინი მშობლებს სისემატიურად აფრთხილებდნენ, რომ მსგავი
ქმედებისგან თავი შეეკავებინათ.
"მშობლების ქცევის აკრძალვები ან ინიციატივების შეზღუდვა ჩვენგან ცოტა
გადაჭარბებული იქნებოდა, მაგრამ ფილიალის წარმომადგენლების და
შესაბამისად, ჩვენი კონტიგენტის მიმართ ეს თხოვნა არაერთხელ
გაჟღერებულა. თუმცა ეს საკითხი, დაგვეთანხმებით, ყველა სივრცეში
და არა მარტო ჩვენს სეგმენტში, მენტალური პრობლემაცაა", - განმარტავენ
გარეთიანებაში.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღის ფილიალია.
მასალის გამოყენების პირობები