აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის,
სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს
გამოსაშვებ საღამოზე მანტიები დააკლდათ.
"უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ახალი მანტიები შეკერა
გამოსაშვები საღამოსთვის, რომელიც წვეულების დაწყებამდე ეზოში
რიგდებოდა ხელმოწერებით. მეც, რა თქმა უნდა რიგში ჩავდექი, ხელი
მოვაწერე და ჩემთვის განკუთვნილი მანტია ავიღე. მოხდა ისე, რომ
მანტიების რაოდენობა უფრო ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე სტუდენტები,
რომლებისთვისაც რეალურად ეს მანტიები შეიკერა. ერთ-ერთ სტუდენტს
მე ვათხოვე ჩემი მანტია, რომ ფოტო გადაეღო და შემდეგ ისევ დამიბრუნა.
ბავშვები მანტიის გარეშე ვერ იქნებოდნენ და ამიტომ გამოსავალი
მოძებნეს და ძველი მანტიები გამოიტანეს. ზოგს მაგისტრანტების ცისფერი
მანტიები მოარგეს", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი
სტუდენტი.
სასწავლებელში გამოსაშვები საღამოს ორგანიზება ბიზნესის, სამართლისა
და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურმა უზრუნველყო.
სადაც აცხადებენ, რომ გამოსაშვები საღამოსთვის 250 ახალი მანტია
შეიკერა, ასევე დაემატა 100 ძველი. მანტიის გარეშე კი 6
სტუდენტი დარჩა.
"ეს არის გაზვიადებული ამბავი, 5-6 ბავშვი დარჩა მანტიის გარეშე.
ასეთი ღონისძიება ჩატარდა და უმნიშვნელო დეტალზე ყურადღება როგორ
გაამახვილეს. მიკვირს", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის,
სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ნანა შონია.
მისი თქმით, 2016-2017 სასწავლო წელს ბიზნესის სამართლის და
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სულ 360-მდე სტუდენტმა
დაამთავრა.
ფაკულტეტის გამოსაშვები საღამო მიმდინარე წლის
23 ივნისს გაიმართა.
რა თანხა იხარჯება
წერეთლის უნივერსიტეტში გამოსაშვები საღამოების ორგანიზებისთვის
ამ თემაზე ქუთაისიპოსტი მუშაობს და სტატიას მოგვიანებით
შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები