ქუთაისელი ბუნა ხოტოველი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული
ინფორმაციით, ბუნა ხოტოველი გარდაცვლილი 20 ივნისს ნახეს. სხვა
დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
ხოტოველი ქუთაისში დედასთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახს მისი
გარდაცვალების შესახებ დღეს საპატრულო პოლიციამ შეატყობინა.
არსებული ინფორმაციით, ხოტოველი სამოგზაუროდ იმყოფებოდა და
ტაილანდიდან საქართველოში თურქეთის გავლით ბრუნდებოდა.
საგარეო უწყებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ
გაუკეთებია.
ქუთაისიპოსტი თემაზე მუშაობას აგრძელებს და დეტალებს მოგვიანებით
შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები