ქუთაისში ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობასა და ვიცე-მერს შორის
მოლაპარაკება დასრულდა. ნოდარ მიქიაშვილის განმარტებით,
მოსახლეობის ინტერესები გათვალისწინებული იქნება.
"თუ მოსახლეობა წინააღმდეგი იქნებალ, ვფიქრობთ, რომ არ აშენდება," -
განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინვესტორს
საპრივატიზაციო ობიეტების ნუსხიდან ალტერნატიული ფართის არჩევა უკვე
შესთავაზა. "თუ რომელიმე იქნება ამ ფართის საპირწონე, რომელშიც
შეიძლება გაიცვალოს ის ფართი, რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ გაცვლაზე," -
განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.
ვიცე-მერმა უკმაყოფილება გამოთქვა
აქციაზე ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლების გამოჩენის შესახებ. მისი თქმით, ქალაქში საპროტესტო
აქციების მოწყობის სურვილი და განწყობა მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს
აძლებს აქვთ.
თავის მხრივ, უკმაყოფილოები არიან ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები
მიქიაშვილთან შევხედრით. როგორც ისინი ამბობენ, ეს
სიტყვების თამაშია და მათ ამ დაპირების არ ჯერათ.
"ამ სიტყვებით ცდილობენ დრო გაწელონ და დაელოდებიან იმ დროს, როცა
ზაფხულის პერიოდში ხალხი ქალაქიდან გავა. ამასობაში გააკეთებენ იმას,
რაც უნდათ," - აცხადებს აქციის მონაწილე, ვალერი ირემაძე.
მათი მოთხოვნა ბუხაიძის ქუჩაზე კაფე-ბარის "ფლამინგოს" მშენებლობის
ნებართვის გაუქმება და ტერიტორიისთვის სკვერის სტატუსის მინიჭება
კვლავ ძალაში რჩება.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიის ორმხრივი გარიგება კინო "საქართველოს" გახსნის
სანაცვლოდ
"თქვენ გინდათ ფულები, ჩვენ გვინდა სკვერი" - დაპირისპირება ქუთაისში
კაფე-ბარის მშენებლობის გამო (ვიდეო)
"ისუნთქეთ ცემენტი"
- აქცია ქუთაისის მერიის წინ
მასალის გამოყენების პირობები