ახალი ამბები
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ორსართულიანი ტაძარი აშენდება
FaceBook
ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე, "მაკდონალდსის" რესტორნის მიმდებარედ, ორსართულიანი ტაძარი აშენდება.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ანდრო მარჯანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ორსართულიანი ტაძრის აშენების იდეა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს, მეუფე კალისტრატეს ეკუთვნის. ანდრო მარჯანიშვილი ამბობს, რომ მეუფეს სურვილია ტაძარი "მაკდონალსდის" რესტონარანზე მაღალი გამოჩნდეს.

არქიტექტორის ინფორმაციით, ტაძარი დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება, პირველი სართული ბაზილიკა იქნება, მეორე კი გუმბათოვანი.

"პროექტი ჯერ შემუშავების სტადიაშია," - ამბობს ანდრო მარჯანიშვილი.

ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის აგება მეუფე კალისტრატეს რამდენიმე წლის წინ გაუჩნდა. თუმცა, იმ ადგილზე ახლა "მაკდონალდსის" სწრაფი კვების ობიექტი შენდება. რესტორნის მშენებლობა სასულიერო პირებმა მიმდინარე წლის 13 იანვარს გააპროტესტეს, თუმცა მოგვიანებით მათ ყოფილი რესტორანი "თოლიას" ტერიტორია შეთავაზეს.

როგორც ქუთაისიპოსტს ქალაქის მერიაში განუცხადეს, ტერიტორია, სადაც ტაძარი უნდა აშენდეს ჯერ კიდევ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ის ქალაქის საკუთრებაში უნდა გადმოვიდეს.

მერიის არქიტექტურის განყოფოფილებაშიჯერ კიდევ 2015 წელს ამბობდნენ, რომ სამინიტროს წერილობით მიმართეს, თუმცა ეს საკითხი პროცედურულად გაჭიანურებულია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.