გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
მიმდინარე წლის 17-18 ივნისს ამინდი გაუმჯობესდება.
სინოპტიკოსების ცნობით, კოლხეთის დაბლობზე და იმერეთის უმეტეს
რეგიონში ტემპერატურა მოიმატებს და 30-32 გრადუსამდე გათბება.
"უნდა ველოდოთ გამოდარებას 17 ივნისიდან და ტემპერატურაც მკვეთრად
მოიმატებს", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძრვანელი, დოდო გვაზავა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ივნისს
ამინდი კვლავ გაუარესდება და 25 ივნისამდე წვიმიანი ამინდი
შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები