ახალი ამბები
არა ცენზურას!–ქუთაისში Birja Mafia–ს მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
FaceBook
"არა ცენზურას, შემდეგი შეიძლება შენ იყო“, –ამ სლოგანით 11 ივნისს ქუთაისში მუსიკალური პროექტის, Birja Mafia–ს დაკავებული წევრების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

აქცია თეთრ ხიდზე 16:00 საათზეა დაგეგმილი.
Birja Mafia–ს წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია ორი დღის წინ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბარლდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, დაკავებულებს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ აღმოაჩნდათ.

გამოძიება სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8- დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციას არ ეთანხმებიან დაკავებულების ოჯახის წევრები. მათ თქმით, დაკავება Birja Mafia–ს ბოლო კლიპის, სახელწოდებით „TSL შავი ზედა“ –ს გამო მოხდა, სადაც რეპერები პოლიციას აშარჟებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #Birja Mafia #აქცია
მსგავსი სიახლეები
25 ნოემბერს, როცა
17:21 / 22.11.2024
25 ნოემბერს, როცა "ქართული ოცნება" ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობას გეგმავს, საპროტესტო აქცია გაიმართება საკანონმდებლო ორგანოს უკან.
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე
სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
15:01 / 22.11.2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.