ახალი ამბები
იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან 2013-2017 წლებში ეკლესიებზე 4 942 603 ლარი გაიცა - TI
FaceBook

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკლესიებისთვის გადაცემულმა თანხამ  4 942 603 ლარი შეადგინა.

2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტამდე იმერეთის მუნიციპალიტეტების მიერ მართლამადიდებლური ეპარქიის ეკლესიებისთვის უსასყიდლოდ  90 140 კვ.მ  მიწის ნაკვეთი გაიცა. 

იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ბოლოს 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა ეკლესიებს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა 1 199 194 ლარი გადასცა. ხოლო ყველაზე დიდი ქონება  (მიწის ნაკვეთი) ბაღდათის მუნიციპალიტეტმა  71 165 კვ.მ გასცა, თანხობრივად  ამ მუნიციპალიტეტიდან გაცემულმა თანხამ 128 500 ლარი შეადგინა. 

აღნიშნულის შესახებ კვლევა არასამთავრობო ორგანიზიაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ"  მიმდინარე წლის 9 ივნისს  გამოაქვეყნა.

" 2013-2014 წლებში ყოველ სამ თვეში ერთხელ გამოიყოფოდა თერჯოლის საკათედრო ტაძრის ეზოს მოვლა-პატრონობისათვის 1700-2000 ლარი. ამავე წლებში მუნიციპალიტეტის მიერ სოფელ გოგნში წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობის მიზნით ჯამში გადარიცხული იქნა 1 000 000 ლარამდე თანხა, ხოლო ამავე მონასტერს მუნიციპალიტეტმა 2017 წელს ორჯერ - იანვარსა და თებერვალში გადაუხადა ელექტროენერგიის ხარჯი 1246.9 ლარის ოდენობით",  - ნათქვამია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტმა 2013 წელს 100 000 ლარი მართლმადიდებლურ ფონდ "გოგნის კარუგდებელს"გადაურიცხა. "ფონდის მიმართვაში აღნიშნული თანხის კონკრეტული საჭიროება არ იკვეთებოდა, ფონდს არც ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები წარუდგენია თანხების მიზნობრიობის განსასაზღვრად. 

კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნციპალიტეტბის მიერ ეკლესიებზე გაწეული ხარჯი ასეთია:

ტყიბულის მუნიციპალიტეტმა  2013 წლიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემულმა თანხამ 2200 ლარი შეადგინა.

ხარაგაულის გამგეობამ საკვლევ პერიოდში რელიგიური დღესასწაულებთან დაკავშირებით სოციალური პროგრამებიდან 47 281 ლარი დახარჯა, კერძოდ, დახმარება გაუწიეს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საკვები პროდუქტების მიწოდების გზით. გამგეობას რელიგიური ორგანიზაციებისათვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით ინფორმაცია "გამჭვირვალობისთვის" არ მოუწოდებია. საერთო ჯამში, 2013-2017 წლებში ხარაგაულის  ბიუჯეტიდან -372 200 ლარი გაიცა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ 2013 წლის იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიისათვის 194 300 ლარი გასცა.

ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ "ა(ა)იპ ვანისა და ბაღდათის ეპარქიის განვითარების ფონდს"  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში  215 000 ლარი გამოუყო.

"ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის მიერ 2015, 2016 და 2017 წლებში ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის გაგზავნილ წერილებში მოთხოვნები იდენტურია, კერძოდ, მიტროპოლიტი ყოველ წერილში 40 000 ლარის ოდენობის თანხის გამოყოფას ითხოვს ვანის ოლქში მდებარე ეკლესია-მონასტრების და მღვდელმთავრის რეზიდენციაში მიმდინარე სამუშაოების საჭიროებებისა და რელიგიური ღონისძიებებისათვის, თუმცა მოთხოვნას თან არ ერთვის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა" - წერია კვლევაში. 

ამავე პერიოდში ხონის მუნიციპალიტეტიდან  ეკლესიებზე გაცემულმა თანხამ 517 000 ლარი შეადგინა.

ხონის მუნიციპალიტეტმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მოთხოვნის მიუხედავად, კორესპონდენცია არ გამოუგზავნა, შესაბამისად, ორგანიზაციამ ვერ გადაამოწმა დეტალურად მოცემული თანხები რა მიზნით იქნა გახარჯული.

399 999 ლარი გადაურიცხა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 – 2017 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების მშენებლობა-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით გაენათის ეპარქიას.

2013 - 2017 წლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მარგვეთისა და უბისის ეპარქიას 317 010 ლარი გადასცა.

კვლევის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის" მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მარგვეთისა და უბისის ეპარქიისთვის გამოსაკვლევ პერიოდში გამოყოფილი თანხა ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგალითად, 2017 წელს 2016 წლის 23 დეკემბრის N24 საკრებულოს დადგენილებით გამოყოფილია 108 200 ლარი, რაც 2013 წელს გამოყოფილ თანხასთან შედარებით 3-ჯერ (34 000 ლარი), ხოლო 2014 წელთან შედარებით 2-ჯერ (56 300 ლარი) მეტია.

2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 20 მარტის ჩათვლით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ხონი-სამტრედიის ეპარქიას სუბსიდიის სახით 926 000 ლარი გადაურიცხა, ხოლო 305 ლარი გასცა ამავე პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტმა. 

ქუთაისის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქუთაის-გაენათის ეპარქია 366 200 ლარით დააფინანსა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.