ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე არსებული ამორტიზებული გზა ერთ კვირაში
მოწესრიგდება. ტერიტორიაზე გზის საფარის მოწესრიგება 9 ივნისს
დაიწყეს.
ადგილზე დასაქმებულებმა "ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ
სამუშაოები დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.
"ერთ კვირაში უკვე მოწესრიგებული იქნება გზა," - განმარტავენ
ისინი.
მჭედლიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა დაზიანებული გზის სასწრაფო
მოწესრიგება ერთი კვირის წინ
მოითხოვეს. მოსახლეობას ამორტიზებულ გზაზე
ავტომობილები უზიანდებოდათ, რის გამოც პრობლემის მოგვარებაში
თვითმმართველობის ჩარევას ითხოვდნენ.
"ქუთაისიპოსტზე" გასული
მასალის შემდეგ საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში პირობა
დადეს, რომ ტერიტორია დაჩქარებული ტემპით მოწესრიგდებოდა.
დ. მჭედლიძის ქუჩაზე, გზის საფარი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოების
გამო დაზიანდა. გზის საფარის მოწყობას ტერიტორიაზე თურქული
კომპანია"ესემკა" ახორციელებს.
ამავე
თემაზე:
"ოცნება" ჩვენს ხმებს ვეღარ მიიღებს - ქუთაისში
მოსახლეობა იმუქრება (ფოტო)
ქუთაისში მჭედლიძის ქუჩაზე გზის საფარი ერთ თვეში
მოწესრიგდება
მასალის გამოყენების პირობები