გარემოს დაცვის სამინისტროში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში
100-მდე ხის მოჭრის ფაქტი შეისწავლეს. უწყებაში
ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტეს, რომ ხეები, რომლებიც გაიჩეხა
კერძო საკუთრებას წარმოადგენს.
"რადგან კერძო მფლობელი ყავს ამ ტერიტორიას, ამიტომ ჩვენ კერძო
საკუთრებაში ვერ ჩავერევით," - განგვიმარტეს გარემოს დაცვის
სამინისტორში.
მათივე ინფორმაციით, კერძო სასაფლაოსთან არსებული ტერიტორიის
მესაკუთრე შპს "მარადისობაა."
კითხვით, აპირებენ თუ არა მოსახლეობის მოთხოვნის შესრულებას ტყის
გაჩეხვის შეწყვეტის თაობაზე კომპანიის მეპატრონეები, "ქუთაისიპოსტი"
ამ დრომდე ცდილობს მათთან დაკავშირებას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შემავალ გორა - საქუსლიას დასახლებაში
კერძო სასაფლაოსთან არსებული ტყის გაჩეხვა გააპროტესტეს.
ამავე თემაზე:
წყალტუბოში 100-მდე მოჭრილ ხეებზე გარემოს დაცვის
სამინისტრო მოკვლევას იწყებს
"ჰაერს გვპარავენ და თვითონ ფულს შოულობენ" -
წყალტუბოში მოსახლეობა 100-მდე ხის მოჭრას აპროტეტსებს
მასალის გამოყენების პირობები