ახალი ამბები
ერაყელი სტუდენტი, რომლის ოჯახსაც საქართველოში ბინადრობა არ მისცეს, სასამართლოში ჩივის
FaceBook
ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტი, რომლის ოჯახსაც იუსტიციის  სამინიტრომ ბინადრობაზე უარი უთხრა, სასამართლოში ჩივის. ესამ მუჰსენ ალოანმა თბილისის  საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის ივნისში შეიტანა.
ის სასამართლოსგან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 7 აპრილს გამოცემული აქტის გაბათილებას ითხოვს.

ერაყელი სტუდენტის ადვოკატის, გიორგი კვაშილავას განმარტებით, ისინი, ასევე, ახალი აქტის გამოცემას მოითხოვენ, რომლის საფუძველზე ესამ მუჰსენ ალოანის ოჯახს საქართველოში დარჩენის შესაძლებლობა ექნება. 

"ოთხი წლის ბავშვთან მიმართებით ორი აზრი არ არსებობს და 100%-ით უნდა დადგეს ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან", - ამბობს ადვოკატი, გიორგი კვაშილავა. საუბარია, ესამ მუჰსენ ალოანის ოთხი წლის შვილზე, რომელიც ქვეყნისთვის საშიშად ჩათვალეს.

ერაყელი სტუდენტი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ოჯახს მის გარეშე ერაყში არსებული მდგომარეობის გამო ვერ გააგზავნის, თვითონ კი, სწავლას 2020 წელს ამთავრებს. ესამ მუჰსენ ალოანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკლუტეტის მე-4 კურსის სტუდენტია.

ერაყელი სტუდენტის ოჯახს, რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მიმდინარე წლის 7 აპრილს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ესამ მუჰსენის ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში ნათქვამია, რომ დედა–შვილის მიმართ არსებობს "უცხოელთა და მოქალაქის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე–18 მუხლის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ოჯახისთვის გაგზავნილ დოკუმეტში  ასევე, აღნიშნულია, რომ შეუძლიათ გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში სასამართლოში გაასაჩივრონ.

უწყებამ 2015 წელსაც ქუთაისში მცხოვრებ ერაყელ სტუდენტებს, მათ შორის, ესამ მუჰსენსაც, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარი უთხრეს. თუმცა, მაშინ იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და სტუდენტებს ბინადრობის ნებართვა გაუგრძელდათ.


ამავე თემაზე:


"ჩემი 4 წლის შვილი საქართველოსთვის საშიშია?" – ერაყელი სტუდენტი დახმარებას ითხოვს

ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ საიამ ერაყელ სტუდენტს დახმარება შესთავაზა

"უცხოელი სტუდენტების სწავლის უფლება საქართველოში ირღვევა"

ქუთაისში მცხოვრები ერაყელი სტუდენტები დახმარებას ითხოვენ


ერაყელ სტუდენტებს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა გაუგრძელეს

სახალხო დამცველის აპარატმა ერაყელი სტუდენტების საქმის შესწავლა დაიწყო
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა,
არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი
პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო
დაასახელა.
11:16 / 22.11.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩევნების შედეგების მიმართ მიმდინარე პროტესტის მიუხედავად, ახალი პარლამენტის შეკრების თარიღი და სხდომის ჩატარების დრო დაასახელა.
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები
რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება
მოხდა.
10:45 / 22.11.2024
გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები რექტორის გადადგომის მოთხოვნით ღამეებს ათენებენ, დაპირისპირება მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.