ქუთაისში, დ.მჭედლიძის ქუჩაზე ამორტიზებული გზის საფარი მიმდინარე
წლის ივნისის ბოლოსთვის უნდა მოწესრიგდეს.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან საუბარში" საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორი,
ირაკლი ტურძელაძე განმარტავს.
"სამუშაოები დღე-დღეზე დაიწყება. კომპანიის წარმომადგენლებისგან
მივიღეთ პირობა, რომ ივნისის ბოლომდე გზა მოწესრიგდება," - ირწმუნება
ირაკლი ტურძელაძე.
საუბარია, თურქულ კომპანია SMK-ზე რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე
წყლის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. მერიაში
განმარტავენ, რომ ამ სამუშაოების გამო დარჩა მჭედლიძის ქუჩაზე
გზის ამორტიზებული საფარი მოუწესრიგებელი.
მოუწესრიგებლი გზის გამო, ავტომობილები მწყობრიდან
ყოველდღიურად გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები