ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო
ცენტრის ახლადგახსნილ შენობაში, ობიექტის გახსნიდან
(მიმდინარე წლის 2 მაისიდან) ამ დრომდე 600-მდე
ტურისტი მიიღეს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში განმარტავენ, რომ ტურისტებმა მათი მხრიდან
საჭირო
და დამუშავებული ინფორმაცია მიიღეს.
"საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს ქალაქში არსებული კაფეების,
სასტუმრობის, ტრანსპორტის და ტურისტული ადგილების შესახებ
სრულყოფლი ინფორმაციის მიწოდებას
ტურისტებისთვის. ამ ახალი ობიექტის გახსნიდან დღემდე
600-მდე ტურისტს ვუმასპინძლეთ, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან
შედარებით 80% მეტია", - ამბობს ტურიზმის ცენტრის დირექტორი, ტატო
ლილუაშვილი.
ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი
2 მაისამდე მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იყო
განთავსებული. ცენტრისთვის "მირზაანის" ყოფილი შენობა მერიამ
2015 წელს შეიძინა, ხოლო ობიექტის
მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვა გასულ
წელს გამოაცხადა, სადაც გამარჯევბულ კომპანიად შპს
"პარმარი" დასახელდა. კომპანიამ ობიექტის კეთილმოწყობის სანაცვლოდ
ბიუჯეტიდან 162 000 ლარი მიიღო.
ამავე თემაზე:
არგო, ზღვა და მზე - ქუთაისის ტურიზმის ცენტრის
მოხატული კედელი (ფოტო)
ქუთაისის მერიამ "მირზაანის" შენობა შეიძინა
ქუთაისში ტურისტული ცენტრის გახსნაზე ლენტი განჯის
მერმა გაჭრა
ქუთაისში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობის
ნაწილს აუქციონზე გაიტანენ
მასალის გამოყენების პირობები