ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრაცია, ამავე
ცენტრის შენობის ფართს დროებით სარგებლობის მიზნით აუქციონზე
გაიტანს.
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ტატო ლილუაშვილი
განმარტავს, რომ აუქციონზე იმ ფართებს გამოიტანენ , სადაც
კაფე-ბარი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, ტურისტული კომპანია და
ქართული სუვენირების მაღაზია განთავსდება.
"სამართლებრივი პროცედურები არის მხოლოდ დარჩენილი. ერთ კვირაში უკვე
ელექტრონულ აუცქიონზე გამოვიტანთ და შეუძლიათ აიღონ იჯარით.
მინიმალური ზღვარი სახელმწიფოს მიერ დადგინდა. ეს არის 1 კვმ -ზე 200
ლარი ერთი წლის განმავლობაში", - განაცხადა ქუთაისის ტურიზმის
საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ტატო ლილუაშვილმა.
მისი თქმით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ტურისტებისთვის
გასტრო-ტურებიც მოეწყობა. ხოლო კაფე-ბარის ნაწილი აივნებზეც
განთავსდება.
ქუთაისში ტურიზმის საინფრომაციო ცენტრი მიმდინარე წლის
2 მაისს გაიხსნა.
ქუთაისის მერიამ ააიპ ქუთაისის ტურისტულ–საინფორმაციო ცენტრისთვის
ლუდსახარში "მირზაანის" ყოფილი შენობა 2015
წელს შეიძინა.
მასალის გამოყენების პირობები