ქუთაისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული
ღონისძიებების გამო, გზები გადაკეტილია.
ამ დროისთვის რუსთაველის ქუჩიდან ცენტრალურ მოედანზე და
ცისფერყანწელთა ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება
შეზღუდულია. მოძრაობას საპატრულო
პოლიცია აკონტროლებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში თეთრი
ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ანძა და ქარის ტურბინა
დადგეს.
ანძას 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გაანათებენ და
ელქტრონული მუსიკის
კონცერტიც გაიმართება.
ქალაქის ცენტრლურ მოედანზე კი სამხედრო ტექნიკა გამოიფინება.
ამის გარდა, ქუთაისში კიდევ სხვადასხვა ღონისძიებაა
დაგეგმილი.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა 1918 წლის 26 მაისს
საქართველოს
დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას უკავშირდება. თუმცა, მაშინ
დამოუკიდებლმა რესპუბლიკამ 1921 წლამდე იარსება. მეორედ, საქართველომ
დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა.
ამავე თემაზე:
ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებებისთვის
სამზადისი დაიწყო
26 მაისის ღონისძიებათა პროგრამა
ქუთაისში
ქუთაისში 26 მაისის ღონისძიებების გამო
სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება
ქუთაისში 26 მაისს გალა-კონცერტი
გაიმართება
მასალის გამოყენების პირობები