რუსთაველის # 95-ში არსებული ტერიტორიის ფლობას არ ადასტურებს
ააიპ „სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელი, გელა გაგუა. იგი
ასევე უარყოფს ადგილობრივთა ინფორმაციას, კერძო პირის მიერ
წარმოებული სამშენებლო სამუშაოებისთვის ქალაქის საკუთრებაში
არსებული ტექნიკის გამოყენების შესახებ.
გელა გაგუასთან კავშირს უარყოფს მამუკა ორმოცაძეც, თუმცა,
ნაძვის მოჭრის ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ მის ნაცვლად
ადგილზე საუკეთესო ჯიშის ნაძვის ხეების დარგვას აპირებს.
რუსთაველის #95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთი ნაწილი, შპს
„ალფა +“-სს ქუთაისის მერიამ 2015 წელს, 50 წლიანი
იჯარით, აღნაგობის უფლებით, მორიგების შედეგად გადასცა.
მერიასა და ორმოცაძეს შორის დავის საგანს რუსთაველის # 108-ში შეძენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა, სადაც ორმოცაძე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, მას ამის უფლება ადგილობრივებმა არ მისცეს. 2014 წელს კი ორმოცაძეს ქუთაისის მერიამ მშენებლობის უფლება შეუჩერა და სანაცვლოდ რუსთაველის # 95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთ ნაწილში 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთში გადაუცვალა.
ისევე, როგორც, რუსთაველის # 108–ში, სკვერში მშენებლობას
რუსთაველის # 95-ში მცხოვრებლებიც იმთავითვე შეეწინააღმდეგნენ და
სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა, დღემდე სხდომის
ჩანიშვნას ელოდებიან. მათი თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილების
მიღებამდე მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა და საქმეს
შეგნებულად აჭიანურებს.
ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შპს „ალფა+“-ის
წარმომადგენელს ნაძვის მოჭრა აკრძალული ჰქონდა და ამის გამო მას
ადგილობრივი ხელისუფლება დააჯარიმებს.
ამავე თემაზე:
ქუთაისის მერიამ სკვერი გაყიდულ მიწის ნაკვეთში
გაცვალა - რაზე მოურიგდა ხელისუფლება კერძო
მესაკუთრეს
მასალის გამოყენების პირობები