ქუთაისის საკრებულომ საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმა
ქუთაისის საკრებულომ 33–ე რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს.
"ქართუ ჯგუფის" პროექტების ხელმძღვანელის, ვახტანგ ცაგარელის თქმით,
სამუშაოების პირველი ეტაპი 2 წლიანი იქნება და ამ პერიოდში საჭირო
ინფრასტრუსქტურის ნაწილი აშენდება.
"პირველი ეტაპი მოიცავს 2 წლიან პერიოდს, რაც გულისხმობს ერთი
სუანივერსიტეტო კორპუსის, საერთო საცხოვრებლისა და ადმინისტრაციის
შენობის მშენებლობას. საბოლოოდ, უნივერსიტეტი გათვლილი იქნება 50 000
სტუდენტზე. რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, ზაფხულზე, სავარაუდოდ,
უკვე ივლისიდან დაიწყება", – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე
ვახტანგ ცაგარელმა.
ქუთაისში, მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე საუნივერისტეტო ქალაქს
"ქართუ ჯგუფი" აშენებს.
მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუთაისის ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის პროექტის
პრეზენტაცია 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე 27 დღით ადრე
გაიმართა. ღონისძიებას მთავრობის ხელმძღვანელი პირების გარდა, ქვეყნის
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
იმ დროისთვის სამშენებლო სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები
არავის დაუკონკრეტებია. მხოლოდ ის განაცხადეს, რომ უნივერსიტეტმა
სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიიღოს.
ამავე
თემაზე:
ქუთაისში
საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იწყება (ვიდეო)
უძილაური:
ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა ზაფხულზე დაიწყება
(ფოტო)
ქუთაისის
საკრებულო დღეს საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების გეგმაზე
იმსჯელებს
ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი პროექტის პრეზენტაციიდან ორი თვის
შემდეგ (ფოტო)
ქუთაისის
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტის ამსახველი ბანერები ცენტრალურ
ბაღში - ფოტო
ქუთაისში
საუნივერსიტეტო ქალაქში უცხოელი პროფესორები იმუშავებენ
"არც ერთი ხე არ მოიჭრება" - ქუთაისის მერი ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის მშენებლობაზე
ქუთაისში
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები
დაიწყო
(ფოტო)
"არ არის
აუცილებელი ყოველდღე იყოს სამუშაოები" - უძილაური ტექნოლოგიური
უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებზე
"საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა ზაფხულზე
დაიწყება" - შოთა მურღულია
მასალის გამოყენების პირობები