ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე გაშენებულ უნიკალური ჯიშის
ძვირადღირებული პალმების ხეივანი ნადგურდება.
გამწვანების ზოლზე გაშენებული მცენარეების უმრავლესობას ტოტები
დამჭკნარი აქვს.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ
პალმების დაზიანება შესაძლოა არახელრასყელ გარემოირობებით იყოს
გამოწვეული.
"სუბტროპიკული მცენარეები ვერ იხარებს ნესტიან გარემოპირობებში.
აქედან გამომდინარე ქუთაისში არ არის ისეთი ჰავა, სადაც პალმები
უნდა დაირგოს. ადრე თუ გვიან, ალბათ ეს მცენარეები განადგურდება და
შესაცვლელი იქნება", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "დედამიწის
მეგობრები"- ს სპიკერი, თემურ კეპულაძე.
მისივე თქმით, 2011 წელს, ხელისუფლებამ დიდი შეცდომა
დაუშვა, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე გაშენებული
ნეკერჩხლები მოთხარეს და პალმები დარგეს.
"არაჩვეულებრივი იყო ძველი ხეივანი, რომელიც
ქუთაისის გარემოპირობებსაც ეგუებოდა და ლამაზიც გახლდათ,"
- აცხადებს კეპულაძე.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ,
რომ პალმების ხეივანის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.
"ზამთრის სეზონზე მცენარეები იფუთება, ზაფხულში ირწყვება და ისხვლება.
მოვლა-პატრონობა არ აკლია პალმებს და ყველაფერი კეთდება მათ
გადასარჩენად", - ამბობენ ქუთაისის მერიაში.
ქუთაისში "ვაშინგტონის" ჯიშის პალმების ხეივანის მოწყობა 2010 წელს
მოხდა. აღნიშნული ხეივნის მოწყობა ადგილობრივ თვითმმართველობას 960
000 ლარი დაუჯდა. 300 ძირი პალმა აღმაშენებლის გამზირის
კილომეტრნახევრიან ზოლზე გაშენდა.
მასალის გამოყენების პირობები