საქართველოში რეგიონები უნდა განვითარდეს
- ამის შესახებ 5 მაისს ქუთაისში საკონტიტუციო ცვლილების
განხილვაზე საქართველოს პარალმანტის თავმჯდომარემ განაცხადა.
"საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასთან ერთად, მთავრობა
რეგიონების განვითარებისთვისაც იზრუნებს. რეგიონის მასშტაბით გვაქვს
უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ტემპი ინფრასტრუქტურული
პროექტების კუთხით. მაგალითად, ავტობანი იგება ორჯერ მეტი ვიდრე წინა
ხელისუფლების დროს, იგივე ეხება სხვა ტიპის პროექტებსაც. იმისათვის,
რომ რეგიონები განვითარდეს ბევრი რამეა გასაკეთებელი და სწორედ ამას
ემსახურება ოთხპუნქტიანი გეგმა თავისი რეგიონული კომპონენტებით,"-
განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
5 მაისს მესხიშვილის თეატრში შეხვედრა საქართველოს კონსტიტუციაში
დაგეგმილი ცვლილებების შესახებ
ჩატარდა.
ამავე ტიპის გასხვლითი სხდომები და განხილვები ქუთაისის გარდა,
ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში,
თელავში, მცხეთასა და რუსთავში. ბოლო განხილვა 15 მაისს თბილისში
გაიმართება.
საკონსტიტუციო ცვლილების განხილვაზე ქუთაისში საპარლამენტო და
არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საპარლამენტო
უმრავლესობის წევრები, არასამათავრობო ორაგანიზაციის წარმომადგენლები
და მოქალაქეები მივიდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს
ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა,
კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს
საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო
საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში
პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11
თავი, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას
უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე აღარ არის
პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.
საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის
გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის
განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.
მასალის გამოყენების პირობები