ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე - ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ერთობა
FaceBook
ქუთაისში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვაზე, კომისიის წევრმა მამუკა მდინარაძემ, საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის განსაზღვრებაზე კომენტარი გააკეთა.

"ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთობა, ამიტომ ეს საკითხი არ გადაიხედება," - განმარტა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში საკონსტიტუციო ცვლილელების სახალხო განხილვაზე. 

ცვლილების განხილვაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, არასამათავრობო ორაგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები მივიდნენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია, გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს და მისი არჩევის წესში საპეროკურორო საბჭო აღარ ფიგურირებს, მოსამართლეების წარდგენა-დანიშვნაში პრეზიდენტის უფლებები იზღუდება, ქვეყნის უზენაეს კანონს ემატება მე-11 თავი რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უკავშირდება. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ასევე აღარ არის პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული.

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე, საორგანიზაციო კომისია რეგიონების მასშტაბით გასვლით სხდომებს 11 დღის განმავლობაში ყოველდღიურად გამართავს.

განხილვები ქუთაისის გარდა, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთასა და რუსთავში. ბოლო განხილვა 15 მაისს თბილისში გაიმართება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, რეგიონებში გასვლა, საორგანიზაციო კომისიის მუშაობის პირველ ეტაპს წარმოადგენს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაგეგმილია სხვადასხვა ჯგუფებთან.

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვისთვის განსაზღვრულია ერთთვიანი ვადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი
გაუარესდება.
14:59 / 23.11.2024
24 ნოემბრიდან, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ამინდი გაუარესდება.
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო,
ავიარეისები გაუქმდა.
14:26 / 23.11.2024
თურქეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ქარიშხლისა და ძლიერი შტორმის გამო, ავიარეისები გაუქმდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.