ქუთაისის ცენტრალური ბულვარის დამცავი კედელის რეკონსტრუქციაზე მერიამ
ტენდერი გამოაცხადა. 74 022 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე
(SPA170006396) წინადადების მიღება 20 მაისს დაიწყება და ხუთ
დღეში დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული კომპნია
ვალდებულია დამცავი კედლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელშეკრულების
დადებიდან სამ თვეში დაასრულოს.
"შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადად
განისაზღვრება ორი წელი, რომლის განმავლობაშიც "მიმწოდებელი"
ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში
წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა", - ნათქვამია დოკუმენტაცი.
ამ პროექტთან ერთად, მიმდინარე წელს ქალაქში გზის საფარის
რეაბილიტაცია რამდენიმე
ქუჩასაც ჩაუტარდება.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ქუთაისში სულ 9 260
922 ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტებს დააფინანსებს.
მასალის გამოყენების პირობები